23:18 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-30 19:31:10, 1445 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერმა უმიან მუკუტაძეს 100 წლის, ხოლო ჯეფერ ქამადაძეს 103 წლის იუბილე მიულოცა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეებში მცხოვრებ უმიან მუკუტაძეს 100 წელი შეუსრულდა.

საუკუნის ქალბატონს ღირსშესანიშნავი თარიღი შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ მიულოცა და დღეგრძელობა უსურვა.

უხუცეს ქალბატონს - 9 შვილი, 28 შვილიშვილი, 73 შვილთაშვილი და 61 შვილთაშვილის შვილი, სულ 170 -ზე მეტი შთამომავალი ჰყავს.

როგორც მრავალშვილიან დედას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.

დღესვე, ომარ ტაკიძემ, მოადგილე გურამ ზოიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კეკელიძესთან ერთად, 103 წლის იუბილე მიულოცა სოფელ ნენიაში მცხოვრებ ჯეფერ ქამადაძეს.

ჯეფერ ქამადაძეს 6 შვილი, 17 შვილიშვილი, 25 შვილთაშვილი ჰყავს. წლების განმავლობაში მუშაობდა ნენიის და ზამლეთის ამბულატორიაში ექთნად. ეწეოდა სოფლის მეურნეობას, მევენახეობას, მეთამბაქოეობას. ტრადიციებს დღესაც მისდევს ოჯახი.

დღეის მდგომარეობით, შუახევში, 100 წელს გადაცილებული 7 მოქალაქე ცხოვრობს.

ინფორმაციასა და ფოტოებს შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics