21:31 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-24 17:47:01, 1358 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე კონფერენციას - „ცელიაკია: სიახლეები და გამოწვევები“ დაესწრო

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე "საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციას - "ცელიაკია: სიახლეები და გამოწვევები“ დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კონფერენციაზე ცელიაკიის მქონე პაციენტთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და აღნიშნულ თემაზე ცნობიერების ამაღლების შესახებ ისაუბრეს "სცეას“ პრეზიდენტმა ქეთი ტაბატაძემ, ბავშვთა გასტროენტერლოგმა მარიამ ღუღუნიშვილმა, პედიატრმა ნაზი ტაბატაძემ, ხოლო აჭარის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე პრეზენტაციები წარადგინეს ადგილობრივმა ექიმებმა. 

"კონფერენცია ღია იყო ცელიაკიის მქონე ადამიანებისთვის და ცელიაკიის მქონე ბავშვების მშობლებისთვის. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო და კერძო უწყებებს შორის პაციენტთა ინტერესებისა და საჭიროებების მიხედვით მედიაცია.

ცელიაკია დაავადებაა, რომლის დროსაც ვლინდება რიგი პროდუქტების აუტანლობა, ზიანდება თხელი ნაწლავის კედლები და ირღვევა საჭმლის მონელების პროცესი. დაავადების მიზეზს წარმოადგენს თანდაყოლილი ფორმა - აუტოიმუნური, ალერგიული და მემკვიდრეობითი ფაქტორები",- ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics