22:20 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-17 14:05:13, 1433 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ხეთაგუროვის ქუჩაზე და ქუჩიდან გამავალ ჩიხებზე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ  შოთა ბეგლარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი მჭედლიშვილმა ე.წ. ქარწისის დასახლებაში, ხეთაგუროვის ქუჩაზე და ქუჩიდან გამავალ ჩიხებზე ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, 1480 გრძივი მეტრი სიგრძის ქუჩის რეაბილიტაციას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ქვენიფლენი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 534 999 ლარია და რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა: „აღნიშნული ქუჩის ასასვლელზე  ჯერ ბეტონის საფარი მოვაწყვეთ და მოსახლეობასთან ქუჩის სრული მოასფალტება დავაანონსეთ.  მომზადდა ქუჩის კეთილმოწყობის პროექტი და  ახლა უკვე გზის მოასფალტების სამუშაოებს ვახორციელებთ“.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics