19:50 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 14:53:47, 1431 ნახვა

ომი უკრაინაში
როსტოვში 22 დატყვევებული „აზოვის“ მებრძოლის „პროცესი“ დაიწყო

ოთხშაბათს, სამხრეთ რუსეთში 20-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცის "პროცესი" გაიმართა. ისინი იცავდნენ მარიუპოლს და 2022 წლის მაისში დაატყვევეს. ამის შესახებ RBC-Ukraine Associated Press-ზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, რუსებმა "აზოვის" მებრძოლების სასამართლო პროცესი მოაწყვეს. საუბარია 22 უკრაინელ სამხედრო ტყვეზე.

აგრესორი ქვეყანა უკრაინელ დამცველებს, DPR-ში ხელისუფლების დამხობის მიზნით, „ტერორისტულ ორგანიზაციაში ჩართვასა“ და „მონაწილეობაში“ ცინიკურად ადანაშაულებს.

„ბრალის დამტკიცების შემთხვევაში „აზოველებს" 15 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ“, - წერს გამოცემა.

AP ასევე დასძენს, რომ 24 ადამიანიდან, რომლებსაც ე.წ. ბრალდება წაუყენეს, 2 რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალეს.

დარჩენილი 22 სამხედრო ტყვედან კი, 8 ქალია, რომლებიც როგორც გაზეთი წერს, "აზოვის" პოლკში მზარეულად მუშაობდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics