20:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-12 08:50:41, 1480 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 მებრძოლი გაათავისუფლა [ვიდეო]

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 მებრძოლი გაათავისუფლა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეთა საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციაშია ნათქვამი, გათავისუფლებულთა შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების 51 წარმომადგენელი, ეროვნული გვარდიის 29 წევრი, 11 მესაზღვრე და 4 სამხედრო მეზღვაური არიან. მათგან 2 ოფიცერია, დანარჩენები კი, რიგითები და სერჟანტები არიან.

საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის ტყვეობიდან მარიუპოლის (მათ შორის „აზოვსტალის“) და კუნძულ „ზმეინის“ დამცველები, ასევე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში დატყვევებული პირები გათავისუფლდნენ. გათავისუფლებული დამცველებიდან 27 იცავდა დონეცკის მიმართულებას (მათგან 5 ქალაქ ბახმუტის მახლობლად). არიან ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ლუგანსკისა და სუმის მიმართულებების დამცველები, რომლებიც კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ და ქვედანაყოფ „ახმატის“ ტყვეობაში იმყოფებოდნენ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics