20:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 09:33:57, 1412 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჰიდროელექტროსადგურის განადგურებით რუსი ტერორისტები მსოფლიოს ერთს უდასტურებენ - ისინი უნდა განიდევნონ უკრაინული მიწიდან

კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურებით რუსი ტერორისტები მთელ მსოფლიოს მხოლოდ ერთს უდასტურებენ, რომ ისინი უნდა განიდევნონ უკრაინული მიწიდან,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, "ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას ვერც წყლით, რაკეტებით და ვერც სხვა რამით".

"კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურებით რუსი ტერორისტები მთელ მსოფლიოს მხოლოდ ერთს უდასტურებენ, რომ ისინი უნდა განიდევნონ უკრაინული მიწიდან. მათ ერთი მეტრიც არ უნდა დარჩეთ, რადგან ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება აღადგენს უსაფრთხოებას. და ეს გამარჯვება აუცილებლად  იქნება. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებით და სხვა რამით",- განაცხადა ზელენსკიმ. 

ცნობისთვის, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდის თქმით, დაწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, ვინაიდან წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს და მაღალია სხვადასხვა ქალაქის დატბორვის რისკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics