|
2023-06-05 19:34:50, 995 ნახვა
სამართალი
რესტორანი „რეტრო“ 30 000 ლარით დაჯარიმდა და სამუშაო პროცესი შეუჩერდა
შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“ და „შპს რესტრო 2“-ს სამუშაო პროცესი შეუჩერა, ამასთან ერთად, ობიექტი დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური თავად ავრცელებს. უწყებამ ასევე დაავალდებულა კომპანია სრულად აუნაზღაუროს თანამშრომლებს სახელფასო დანაკლისი, როგორ ზეგანაკვეთური ასევე კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით. "შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“ და „შპს რესტრო 2“-ს სამუშაო პროცესი შეუჩერა. უწყების მიერ შემოწმდა კომპანიის 3 ობიექტი თბილისსა და ბათუმში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რეტრო“ და „შპს რესტრო 2“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდა. უწყებამ ასევე დაავალდებულა კომპანია სრულად აუნაზღაუროს თანამშრომლებს სახელფასო დანაკლისი, როგორ ზეგანაკვეთური ასევე კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით. ამჟამად კომპანიიდან გამოთხოვილ დოკუმენტაციას შრომის ინსპექციის სამსახური სწავლობს", - ნათქვამია შრომის ინსპექციის განცხადებაში. შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს ფიზიკურად ბათუმში არსებული რესტორან "რეტროს" მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მის ობიექტზე დასაქმებულ პირზე. თეიმურაზ ვარშანიძე თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე დააკავეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. ამასთან ერთად, რესტორანი „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა სოლიდარობის ნიშნად დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)