|
2023-06-05 09:28:13, 855 ნახვა
სამართალი
2 ივნისს დაკავებული 3 პირი თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს
2 ივნისის აქციაზე დაკავებული აქტივისტები საბა ბრაჭველი, ნიკა რომანაძე და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე, იურისტი ედუარდ მარიკაშვილი თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რაფიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ედუარდ მარიკაშვილმა, იზოლატორის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, "ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომელბსაც 4 კედლით და 12 კვადრატით ვერ შეაშინებ". "ამაზე თავისუფალი აქამდე არასდროს ვყოფილვარ - დაკავებული თეთრი ფურცლის ხელში ჭერის გამო იმ ადამიანების ციხეში, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას, რომლებიც ფიქრობენ, რომ ციხით შეაშინებენ ადამიანებს, რომლებიც ღირებულებებისთვის იბრძვიან. მე მგონია, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომელბსაც 4 კედლით და 12 კვადრატით ვერ შეაშინებ",- განაცხადა მარიკაშვილმა. გუშინ, 4 ივნისს იზოლატორიდან გათავისუფლდნენ ასევე აქტივისტები ლევან ნიშნიანიძე და ლაშა ჯანჯღავა. აქტივისტები დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს. ცნობისთვის, 2 ივნისს, პარლამენტთან აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო 10-მდე მოქალაქე დააკავა. 3 ივნისს, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულ უფლებადამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს დაკავების 24-საათიანი ვადა 48 საათამდე გაუგრძელა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)