20:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-03 22:43:40, 1203 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ბათუმში მიმდინარე აქციაზე რამდენიმე მოქალაქე დააკავა

ბათუმში აქციაზე 4 პირი დააკავეს, მათ შორის 2 არასრულწლოვანი,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რეგიონული მედია "ბათუმელები" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლიცია მოქალაქეებს პლაკატების გამო დაუპირისპირდა, რასაც შემდგომ აქტივისტების დაკავება მოჰყვა.

მათივე ცნობით, დაკავებულები არიან: თაზო მახარაძე, ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან გორგილაძე, ლუკა ნაცვლიშვილი და ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ნოდარ დუმბაძის შვილი, გიორგი დუმბაძე. ლუკა ნაცვლიშვილი და გიორგი დუმბაძე არასრულწლოვანები არიან.

გარდა ამისა, ბათუმში დაკავებულთა შორისაა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მირდათ ქამადაძე, რის შესახებაც ინფორმაცია პოლიტიკოსმა "პირველებს" თავად დაუდასტურა. 

აღსანიშნავია, რომ ბათუმში აქცია „დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!“, თბილისის პარალელურად მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics