|
2023-06-03 02:58:32, 1179 ნახვა
სამართალი
პარლამენტთან პოლიციამ 10-მდე ადამიანი დააკავა
პარლამენტთან პოლიციამ 10-მდე ადამიანი დააკავა, ხოლო სამი ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჯერჯერობით უცნობია რა დაზიანებები მიიღეს მათ და რა დროს. მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტი მარიამ დოლიძე წერს, რომ დაკავებულების ნაწილი თბილისიდან თელავში, ზოგიერთი კი გურჯაანში გადაიყვანეს. მისივე თქმით, სირცხვილიას ადვოკატი თელავში მიემგზავრება. "ნოდარ სიხარულიძე და ფრანგიშვილი არიან გურჯაანში. ნიკა რომანაძე, ედო მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი - თელავში. სანამ თბილისში იყვნენ, არც ერთი იურისტი არ შეუშვეს დაკავებულებთან", - წერს დოლიძე ფეისბუქზე. 2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო მოქალაქეები დააკავა. ძირითადად ამ ბანერებზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაკავებულია 8 ადამიანი. დაკავებულს შორისაა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი. თვითმხილველები ამბობენ, რომ მას ცარიელი ფურცელი ეჭირა ხელში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)