|
2023-06-02 21:51:06, 1100 ნახვა
სამართალი
ბექა გრიგორიადისი საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა
მარტის აქციების გამო დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. პირველ ივნისს, ბექა გრიგორიადისი პარლამენტთან მაშინ დააკავეს, როდესაც ის კარვის გაშლას ცდილობდა. ბექა გრიგორიადისის საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით აღიძრა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ლაზარე გრიგორიადისის მამის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობდა. ბექა გრიგორიადისი პირველ ივნისს პარლამენტთან კარვის გაშლის დროს დააკავეს, მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, დღეს კი, საქალაქო სასამართლომ ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად სცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)