|
2023-06-01 12:12:17, 1573 ნახვა
ომი უკრაინაში
პრიგოჟინი - „ვაგნერის“ ძირითადი ნაწილი ბახმუტს დღეს დატოვებს, დანარჩენი კი 5 ივნისამდე გავა
დღეს, 1-ელ ივნისს „ვაგნერის“ ძალების ძირითადი ნაწილი ქალაქ ბახმუტს დატოვებს, - ამის შესახებ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა. პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერის“ ძალების დარჩენილი ნაწილი ბახმუტიდან 5 ივნისამდე გამოვა. "დღეს ძირითადი ნაწილი გამოვა, დანარჩენები კი 5 ივნისამდე, როგორც ვგეგმავდით. ბახმუტში აღარ უნდა ვიყოთ. ახლა აქ განვთავსდებით, დავისვენებთ, გადამზადებას გავივლით და ა.შ.“,- განაცხადა პრიგოჟინმა. ცნობისთვის, 25 მაისს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ ბახმუტიდან „ვაგნერის“ ქვედანაყოფების გაყვანა დაიწყო. მანამდე 22 მაისს, მან ასევე განაცხადა, რომ „ვაგნერის“ ძალები ფრონტის ხაზს 25 მაისს დატოვებდნენ. უფრო ადრე, 4-5 მაისს პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ვიდეოები, რომელშიც გამოაცხადა, რომ "ვაგნერის დაჯგუფების" დაქირავებული მემომრები ბახმუტიდან 10 მაისს გავიდოდნენ. ამასთან, 6 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ მზად იყო, 10 მაისიდან პოზიციები ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმისთვის გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)