|
2023-05-30 11:36:11, 1043 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ხვიჩა კვარაცხელიას გიგანტური გრაფიტი გამოჩნდა
ბათუმში ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტური, გიგანტური გრაფიტი გამოჩნდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის კედელზე ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ბათუმის სტადიონის ფონზეა გამოსახული. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. ქუჩის მხატვრობა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფა-ს 21 წლამდე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით მომზადდა, რაც სპორტული ტურიზმის, ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისებასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს. "ცნობილი ქართველი ფეხბურთელის მურალი 430 კვადრატული მეტრისაა და მასზე მხატვარი გიორგი გამეზარდაშვილი მეტსახელად „გამეზა“ „სთრით არტ ფესტი“-ს გუნდთან ერთად 10 დღის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა. აღნიშნულ მურალს დეპარტამენტი ბათუმის, როგორც სპორტული ღონისძიებების მასპინძელი ქალაქის პოზიცინიორებისა და სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით სამიზნე ქვეყნებში აქტიურად გამოიყენებს. კედლის მხატვრობა ბათუმში შოთა რუსთაველის გამზირზე, ბულვართან ახლოს მდებარეობს, რაც მის ხილვადობასა და პოპულარობას გაზრდის",- ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)