21:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-29 16:43:58, 1388 ნახვა

ომი უკრაინაში
იგნატი - რუს ოკუპანტებს იარაღის დეფიციტი ემუქრებათ, ხოლო უკრაინას 50-ზე მეტი ქვეყანა უჭერს მხარს

რუს ოკუპანტებს იარაღის დეფიციტი ემუქრებათ, ხოლო უკრაინას, მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი პარტნიორების იარაღის მიწოდებაზეა დამოკიდებული, 50-ზე მეტი ქვეყანა უჭერს მხარს, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა ყველა საჰაერო თავდასხმას მოიგერიებს, თუმცა მთავარია, რომ დასავლეთმა დროული დახმარება უზრუნველყოს და მიაწოდოს უკრაინას F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები.

"რუს ოკუპანტებს იარაღის დეფიციტი ემუქრებათ, ხოლო უკრაინას, მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი პარტნიორების იარაღის მიწოდებაზეა დამოკიდებული, 50-ზე მეტი ქვეყანა უჭერს მხარს. ჩვენ ყველა საჰაერო თავდასხმას მოვიგერიებთ. მთავარია, დროულად მივიღოთ დახმარება დასავლეთისგან და დაველოდოთ F-16-ებს, რომლებიც ომის ტალღის მთლიანად შემობრუნებას შეძლებენ", - განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.

ცნობისთვის, რუსებმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინული მედიის ცნობით, 11:00 საათის შემდეგ, დედაქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. 11:20 საათზე კიევის ცენტრი აფეთქებების ხმა გაისმა. საჰაერო განგაში იყო ასევე გამოცხადებული ხარკოვსა და ჩერნიგოვში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics