|
2023-05-25 11:34:35, 1471 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „ბილდერზ დიდი დიღომი“ შენდება
ბაზისბანკი, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, თბილისის ყველაზე მოთხოვნად უბანში, დიდ დიღომში, სტრაბონის ქ. 40, დეველოპერული კომპანია ბილდერზი 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 4 მილიონი აშშ დოლარია, ბანკის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა კი 3 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგენს. საერთაშორისო სტანდარტების კომპლექსის მშენებლობა მოიცავს 2800 კვ. მ. მიწის ფართობზე, უსაფრთხო გარემოში მდებარე 144 ბინიან საცხოვრებელ კომპლექსს ღია და დახურული ავტოსადგომით, რომელიც აერთიანებს კომერციულ, საოფისე და საცხოვრებელ ფართებს. „ბილდერზ დიდი დიღომი" უზრუნველყოფილია 1000 კვ. მ. გამწვანებული და კეთილმოწყობილი ეზოთი, საბავშვო და მოსასვენებელი სივრცეებით. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში სრულდება და 45 კვ.მ-დან საცხოვრებელი და საოფისე ფართები, მწვანე კარკასის კონდიციაში ბარდება მომხმარებელს. ბინის შეძენის მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ ბაზისბანკის გამარტივებული იპოთეკური სესხით. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ. „კომპანია "ბილდერზი" შექმნილია ძლიერ ფინანსურ ბაზაზე, მრავალი ათეული წლის გამოცდილების მქონე გუნდისგან და ისევე როგორც ყველა პროექტი, სახლი დიდ დიღომშიც სრულად დაფინანსებულია წინასწარ. „ბილდერზ დიდი დიღომი" წარმოადგენს 12 სართულიან საცხოვრებელ სახლს, რომლის განხორციელებაც ბაზისბანკის ძლიერი და პროფესიონალთა გუნდის მხარდაჭერით შევძელით. მოხარული ვარ, რომ ბაზისბანკთან პარტნიორობით ისეთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომელიც გამოირჩევა მაღალი სანდოობით და ჩვენს მობინადრეებს ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენებულ, უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს ვთავაზობთ“, - განაცხადა ბილდერზის მმართველმა პარტნიორმა, გიორგი არველაძემ. „ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ასევე ხელს უწყობს სამშენებლო სექტორის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. მოხარული ვარ, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიასთან, რომელიც მომხმარებელში მაღალი სანდოობით გამოირჩევა და გვეამაყება, რომ ჩვენთან პარტნიორობით, კიდევ ერთი წარმატებული პროექტი ხორციელდება, რომელიც დადებითად აისახება ზოგადად ბიზნეს გარემოზე“, - აღნიშნა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიგი გაბუნიამ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)