21:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 10:06:07, 1437 ნახვა

ომი უკრაინაში
რამშტეინის მე-12-ე შეხვედრა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და F-16 გადაცემას დაეთმობა

მომდევნო შეხვედრა რამშტეინის ფორმატში უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, საბრძოლო მასალის მიწოდებას და F-16 თვითმფრინავების გადაცემას დაეთმობა. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

„ამ საკონტაქტო ჯგუფში, ისევე როგორც სხვაში, ყველაფერი დაიწყება იმით, რომ უკრაინა მიმოიხილავს ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების ვითარებას და ისაუბრებს მის გადაუდებელ საჭიროებებზე. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ სახმელეთო საჰაერო თავდაცვა კვლავაც იქნება პრიორიტეტული თემა. ისევე როგორც საბრძოლო მასალა, რათა კიდევ ერთხელ უზრუნველვყოთ მათი ბრძოლის უნარი. შემდეგ კი ასევე იქნება დისკუსია F-16-ის მომზადებაზე“, - განაცხადა მან.

რაიდერმა დასძინა, რომ უკრაინელი მფრინავების წვრთნა ჩატარდება უკრაინის ფარგლებს გარეთ - ევროპის ობიექტებზე.

„რაც შეეხება დამატებით დეტალებს და როდის დაიწყება ეს წვრთნები, როგორ იქნება ეს თვითმფრინავები და ვინ მიაწვდის უკრაინას მათ, ვერ გეტყვით“, - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

პენტაგონის პრესსამსახურის ცნობით, რამშტეინის ფორმატში რიგით მე-12 შეხვედრა ონლაინ 25 მაისს გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics