21:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-22 22:32:46, 1511 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ჩვენთვის იმუშავებს

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომელიც ჩვენთვის იმუშავებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ მეომრებს გაწეული შრომისთვის და თავდადებისთვის და აღნიშნა, რომ უკრაინის ოლქებს საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდებათ, აღნიშნულ საკითხზე კი პარტნიორებთან ერთად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მეომარს, რომლებიც იცავენ ცას. გუშინ ღამიდან დღეს დილამდე მათ 25 „შაჰედი“ ჩამოაგდეს. 25-დან 25. ეს შესანიშნავი შედეგია. ყოველი ასეთი ჩამოგდება ნიშნავს სიცოცხლის გადარჩენას, ინფრასტრუქტურის გადარჩენას. მათ ასევე მოახერხეს ტერორისტების ზოგიერთი რაკეტის ჩამოგდება, მაგრამ, სამწუხაროდ, არა ყველასი. სამწუხაროდ, იყო დარტყმები. დნიპრო და ხარკოვი, ოდესა და ლვოვი, კიევი და ზაპორიჟიე – ჩვენს ყველა ქალაქს და ჩვენს საზოგადოებას სჭირდება სრულფასოვანი საჰაერო ფარი. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამაზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics