13:53 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-22 17:10:31, 1107 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - მოლოდინია, რომ შემდგომ პერიოდში, პროგრესი იქნება კიდევ უფრო დიდი, ვინაიდან ვხედავთ, ეკონომიკური აქტივობის ზრდას

საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად, დაახლოებით, 70 000 ადამიანით გაიზარდა.

„ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე წელსაც საკმაოდ მაღალია. ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესება არსებითად აისახება ყველა ეკონომიკურ, მათ შორის, დასაქმების პარამეტრზე. საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა. მნიშვნელოვანია ის, რომ დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და შეადგენს მილიონ 271 ათასს. ამ მიმართულებით ჩვენი მოლოდინია, რომ შემდგომ პერიოდში პროგრესი იქნება კიდევ უფრო დიდი, გამომდინარე იქიდან, რომ ვხედავთ ეკონომიკური აქტივობის ზრდას. ეკონომიკურ აქტივობას მოჰყვება ისეთი მაჩვენებლების გაუმჯობესებაც, როგორიცაა დასაქმება, უმუშევრობის შემცირება და ყველა სხვა ეკონომიკური პარამეტრი", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics