17:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 11:35:06, 1440 ნახვა

ეკონომიკა
ფრანგი ენოლოგები სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ესტუმრნენ

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ფრანგ ენოლოგებს ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორია და ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე არსებული ვაზის კოლექცია დაათვალიერებინეს. 

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, ფრანგი კოლეგები ღვინის ლაბორატორიის მუშაობის პრინციპებს, საქართველოში მეღვინეობის პერსპექტივებსა და იშვიათი ქართული ვაზისგან დაყენებულ ღვინოებს გაეცნენ. 

"შეხვედრაზე მხარეებმა მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების შემუშავებაზე იმსჯელეს, რაც მეღვინეებს როგორც, დამწყებ ისე პროფესიონალებს საშუალებას მისცემს საფუძვლიანად შეძლონ ქართული ღვინის შესწავლა და შემდგომ წარმატებულად უზრუნველყონ მისი პოპულარიზაცია საერთაშორისო და შიდა ბაზრებზე.

გილერმე მარტინესი და იან ბუხვალტერი  მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით  ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კითხულობენ  და აქტიურად მონაწილობენ მეღვინეობის კვლევებში ინოვაციების პოპულარიზაციასა და განვითარებაში",- ნათქვამია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics