21:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 16:33:10, 1494 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნა გვსურს

დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნა სურთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, რიში სუნაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, "ამაზე ცოტა მეტი მუშაობა" იქნება საჭირო.

„მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში მოისმენთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მაგრამ ამაზე ცოტა მეტი უნდა ვიმუშაოთ“,- თქვა ზელენსკიმ.

თავის მხრივ, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი უკრაინელ მფრინავებს მოამზადებს.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთს დღეს, 15 მაისს ეწვია. ზელენსკი დიდ ბრიტანეთამდე საფრანგეთსა და გერმანიაში, უფრო ადრე კი, იტალიაში იმყოფებოდა.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაური საფრანგეთს გუშინ, 14 მაისს ეწვია და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. გუშინვე ზელენსკი იმყოფებოდ ბერლინში, სადაც ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცს, ასევე პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

იტალიასა და ვატიკანში უკრაინის პრეზიდენტი 13 მაისს იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონისა და რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics