21:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 14:14:53, 1783 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა ავდიივკა დაბომბა - დაღუპულია 4 ადამიანი

რუსებმა ავდიივკაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავდიივკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი ბარაბაშზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბარაბაში დაღუპულთა რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავს.

„ავდიივკაზე ავიაიერიშის შედეგად დღეს დილით ოთხი შუახნის ადამიანი (ყველა სამოქალაქო პირი) დაიღუპა. რაკეტის დარტყმის დროს ადამიანები იმყოფებოდნენ თავშესაფარში, რომელიც რკინიგზის საავადმყოფოში იყო მოწყობილი. ეს არის წინასწარი ინფორმაცია. სამწუხაროდ, შესაძლოა, მეტი მსხვერპლი იყოს“,- განაცხადა ავდიივკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 2 ქალი და 2 მამაკაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics