21:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 09:54:13, 1472 ნახვა

ომი უკრაინაში
სირსკი - ბახმუტის მიმართულებით, უკრაინის ჯარების წინსვლა შეტევითი ოპერაციების პირველი წარმატებაა

ბახმუტის მიმართულებით, უკრაინის ჯარების წინსვლა შეტევითი ოპერაციების პირველი წარმატებაა,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.

სირსკის თქმით, უკრაინა მტერზე ნაკლები რესურსით იბრძვის, თუმცა მისი გეგმების განადგურებას მაინც ახერხებს.

„ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ ჩვენ შეგვიძლია წინსვლა და მტრის განადგურება ასეთ უკიდურესად მძიმე პირობებშიც კი. ჩვენ ვიბრძვით მტერზე ნაკლები რესურსით. ამავდროულად ვახერხებთ მისი გეგმების განადგურებას. ეს ყველაფერი ჩვენი მებრძოლების დამსახურებაა. ვინც ებრძვის აგრესორს, გადალახავს ადამიანის შესაძლებლობების უმაღლეს ზღვარს“, - განაცხადა სირსკიმ.

მისივე თქმით, თავდაცვისთვის საჭირო ყველა გადაწყვეტილება მიღებულია და შემუშავებულია მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარიც.

ცნობისთვის, 12 მაისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კმ-ით წინ წაიწიეს და არცერთი პოზიცია არ დაუკარგავთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics