21:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-14 17:43:09, 1447 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - გერმანიის მიერ გაწეული დახმარება - ეს სიცოცხლის დაცვაა

გერმანიის მიერ გაწეული დახმარება - ეს  სიცოცხლის დაცვაა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკი  გერმანიის მთავრობას დახმარებისთვის მადლობას უხდის.

"მადლობა გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს და გერმანელ ხალხს თქვენი მხარდაჭერის წყალობით გადარჩენილი უკრაინული სიცოცხლეებისთვის. გერმანიის მიერ გაწეული დახმარება - ეს  სიცოცხლის დაცვაა. ჩვენი ხალხის სიცოცხლე ქალაქებსა და სოფლებში საიმედოდ არის დაცული, კერძოდ, თქვენს მიერ მოწოდებული საჰაერო თავდაცვის საშუალებებით. ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე ბრძოლის ველზე დაცულია თქვენს მიერ მოწოდებული ჯავშანტექნიკით",- წერს ზელენსკი Telegram-ზე.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 14 მაისს ბერლინს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკიმ შეხვედრა ფედერალურ კანცელრ ოლაფ შოლცთან და  პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართა.

მანამდე უკრაინის მთავრობის მეთაური იტალიაში იმყოფებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისა და რომის პაპს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics