21:43 - 28 May, 2026
|
2023-05-14 14:37:15, 1417 ნახვა
ომი უკრაინაში
ხერსონის ოლქში რუსების მიერ დატოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა - ერმაკი
უკრაინაში, ხერსონის ოლქში რუსების მიერ დატოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა Telegram-ზე დაწერა, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ერმაკის თქმით, აფეთქება ნოვოვორონცოვის თემში, სოფელ მიროლიუბივკის ერთ-ერთ სასოფლო-სამეურნეო საწარმოში მოხდა. "ხერსონის რაიონში რუსული არმიის მიერ დატოვებული ასაფეთქებელი ნივთიერებების შედეგად, ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფეთქდა ჭურვი",- წერს ერმაკი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაღუპულთაგან ყველაზე ახალგაზრდა 27 წლის, ყველაზე უფროსი კი, 68 წლის იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)