21:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-13 14:27:41, 1536 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხმელნიცკი დაბომბეს - დაშავდა 21 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა გუშინ, გვიან ღამით ხმელნიცკი დაბომბეს, დაშავდა 21 ადამიანი,- აღნისნულის შესახებ ინფორმაციას ხმელნიცკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ტიურინი ავრცელებს.

მისი თქმით, მტერმა რეგიონის ერთ-ერთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყა, რომელიც დასახლებების გარეთ მდებარეობს.

მისივე თქმით, დაშავებულებიდან 2 ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენებს კი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და ამბულატორიულ მკურნალობაზე გადაიყვანეს.

"დასახლებებში, რომლებიც დარტყმის ეპიცენტრთან ახლოს მდებარეობს, აფეთქების ძლიერმა ტალღებმა დააზიანა სამოქალაქო ობიექტები: ჩამტვრია ფანჯრები, კარები, დაზიანდა სახურავები. კერძოდ, დაზიანდა საგანმანათლებლო, სამედიცინო და კულტურული დაწესებულებები, ადმინისტრაციული შენობები, სამრეწველო ობიექტები, მრავალსართულიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი კორპუსები“, - განაცხადა ტიურინმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics