21:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-13 10:07:08, 1447 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორელი - ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ არ გვინდა კაპიტულაცია - უკრაინა მეორე ბელარუსი არ გახდება

უკრაინელებს სურთ მშვიდობა, ჩვენც გვსურს მშვიდობა. მაგრამ არ გვსურს კაპიტულაცია, არ გვინდა, რომ უკრაინა მეორე ბელარუსად იქცეს,- აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, ევროკავშირის წევრები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას.

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია რამდენიმე ნარატივის გამეორება. უკრაინა არის მსხვერპლი, რუსეთი - აგრესორი. რუსეთს არ სურს ბრძოლის შეწყვეტა. და უკრაინასაც არ შეუძლია შეწყვიტოს ბრძოლა. თუ უკრაინას სურს უბრალოდ გააგრძელოს არსებობა, როგორც ერმა, მას არ შეუძლია გაჩერება. რუსეთს არ სურს გაჩერება, უკრაინას კი არ შეუძლია გაჩერება.

ბევრი ამბობს, რომ მათ მშვიდობა სურთ. ვაკეთებთ ამას. მაგრამ ყველაზე მეტად მშვიდობა სურთ უკრაინელებს. უკრაინელებს სურთ მშვიდობა, ჩვენც გვსურს მშვიდობა. მაგრამ არ გვსურს კაპიტულაცია, არ გვინდა, რომ უკრაინა მეორე ბელარუსად იქცეს. და სწორედ ამიტომ პრეზიდენტ ზელენსკის მშვიფდობის ფორმულა დღეს, ახლა, არის ერთადერთი ყოვლისმომცველი ჩარჩო უკრაინაში მდგრადი მშვიდობისთვის",- განაცხადა ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics