22:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-03 18:52:36, 1504 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უსაფრთხოების საუკეთესო და ყველაზე ძლიერი გარანტია უკრაინისთვის NATO-ს წევრობა იქნება

უსაფრთხოების საუკეთესო და ყველაზე ძლიერი გარანტია უკრაინისთვის NATO-ს წევრობა იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრეზიდენტთან, საული ნიინისტოსთან პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ის იაზრებს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ვერ მოხდება იქამდე, სანამ ომი მიმდინარეობს, მაგრამ სურვილია, რომ პარტნიორები ღია კარის პოლიტიკიდან უფრო გადამწყვეტ ნაბიჯებზე გადაერთონ, რათა მოხდეს უკრაინული საზოგადოების მოტივირება.

"უპირველესად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყოველთის მხარს ვუჭერდით ფინეთის სწრაფვას NATO-ს წევრობისკენ და მოხარული ვარ, რომ შემიძლია, ეს მოგილოცოთ. როდესაც მეკითხებით, რა სახის უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება უკრაინას, გეტყვით, რომ ზუსტად იგივე.

უსაფრთხოების საუკეთესო და ყველაზე ძლიერი გარანტია უკრაინისთვის NATO-ს წევრობა იქნება. ნათლად გვესმის, რომ ეს არ მოხდება, ვიდრე ომი მიმდინარეობს, მაგრამ გვინდა, რომ ჩვენი პარტნიორები ღია კარის პოლიტიკიდან უფრო გადამწყვეტ ნაბიჯებზე გადაერთონ, რომ მოხდეს უკრაინული საზოგადოების მოტივირება იმაზე მეტად, ვიდრე ღია კარია. გვსურს, ამ მიმართულებით პოლიტიკური მხარდაჭერა დღესვე გვქონდეს", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics