20:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-24 13:53:08, 1163 ნახვა

სამართალი
ყაზბეგის მებაჟე ოფიცრებმა 768 250 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მობილური ტელეფონების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, კონტროლის პროცედურების განხორციელების ფარგლებში, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციიდან შემოსული სომხეთის მოქალაქის ს.მ.-ს მართვის ქვეშ არსებული მსუბუქი ავტომობილისა და კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, 462 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი (Iphone 166 ცალი, Samsung 296 ცალი) გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 768 250 ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics