23:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-18 09:16:22, 1477 ნახვა

ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინი ხერსონის ოლქში ჩავიდა [ვიდეო]

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხერსონის ოლქში ჩავიდა და დნეპრის ჯარების ჯგუფის შტაბ-ბინა მოინახულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის დროს პუტინს სამხედრო მაღალჩინოსნებმა მოხსენებები წარუდგინეს.

"ვლადიმერ პუტინმა ხერსონის რეგიონში დნეპრის ჯარების ჯგუფის შტაბ-ბინაში მოისმინა საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკის, დნეპრის ჯარების ჯგუფის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ოლეგ მაკარევიჩის და სხვა სამხედრო ლიდერების მოხსენებები",- აღნიშნულია განცხადებაში. 

ცნობისთვის, მარტის დასაწყისში პუტინი მარიუპოლს ეწვია. რუსეთის პრეზიდენტმა სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობა შეამოწმა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics