|
2023-04-17 22:17:31, 3749 ნახვა
კომენტარი
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: კარა-მურზა რუსეთის მთავრობის რეპრესიების სამიზნეა
ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმირ კარა-მურზასთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენს და რუსეთის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. "კარა-მურზა რუსეთის მთავრობის მიერ რეპრესიების ესკალაციის კამპანიის კიდევ ერთი სამიზნეა. ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას კარა-მურზასა და რუსეთში მყოფი სხვა 400-ზე მეტი პოლიტპატიმრის გათავისუფლების შესახებ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სოლიდარობას კარა-მურზასა და რუსეთის ნათელი მომავლის ყველა მამაცი დამცველის მიმართ, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულნი, მათ შორის, ალექსეი ნავალნი, ილია იაშინი და მრავალი სხვა, რომლებიც ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას და თანამოქალაქეებს დიდი პირადი მსხვერპლის ხარჯზე. ჩვენ ვუერთდებით მათ ოჯახებს, მეგობრებს და მხარდამჭერებს რუსეთში და მთელ მსოფლიოში და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას". – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. დღეს რუს პოლიტიკოსს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პოლიტიკოს ვლადიმერ კარა-მურზას ღალატის, „არასასურველი ორგანიზაციის“ საქმიანობაში მონაწილეობისა და არმიის შესახებ „ყალბების“ ბრალდებით. ყარა-მურზა 2022 წლის აპრილიდან ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. პოლიტიკოსი „ღალატის“ ბრალდებით და არმიის შესახებ „ყალბი ამბების“ გავრცელების ბრალდებით დააკავეს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)