21:08 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-07 16:11:07, 1310 ნახვა

სამართალი
ხარაგაულსა და ლენტეხში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 2 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში, მოქალაქეს, საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებული ჰქონდა ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. ტერიტორიიდან ამოღებულია კაკლის სახეობის  7 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და თხმელას (მურყანი) სახეობის  0,4 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედში კი, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა. ტერიტორიიდან ამოღებულია 20 ერთეული წიწვოვანი სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი). 

ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics