21:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 15:17:28, 990 ნახვა

სამართალი
„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ანზორ ლომიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელიც მომხდართან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას იყენებს.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი 1-ელ აპრილს დააკავა. 1995 წელს დაბადებულ ა.ლ-ს, რომელსაც  ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავებიან, პროკურატურამ ბრალდება გუშინ, 2 აპრილს წარუდგინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics