|
2023-03-29 19:31:37, 1625 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა, შესაძლოა ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს
რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ დაწესებულმა არალეგიტიმურმა სანქციებმა საშუალოვადიან პერსპექტივაში, შეიძლება მართლაც უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყანაზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისივე თქმით, სიტუაციის სირთულიდან გამომდინარე, რუსეთს სჭირდება შიდა მოთხოვნის სტაბილური ზრდის უზრუნველყოფა. "რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ დაწესებულმა არალეგიტიმურმა სანქციებმა საშუალოვადიან პერსპექტივაში, შეიძლება მართლაც უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყანაზე. ამ მხრივ ჩვენ გვჭირდება უზრუნველვყოთ შიდა მოთხოვნის სტაბილური ზრდა", - განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ, 25 თებერვალს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი დაამტკიცა "ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთად დააწესეს ყველაზე ძლიერი და სერიოზული შედეგების მომტანი სანქციები, რათა უკრაინას ომში გამარჯვებაში დაეხმარონ. ევროკავშირი ერთიანია უკრაინასა და უკრაინელ ხალხთან ერთად. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება", - აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)