01:00 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 23:05:44, 1540 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - არცერთ ქვეყანას არ სურს მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას, თუმცა მშვიდობა ნებისმიერ ფასად ილუზიაა

არცერთ სხვა ქვეყანას არ სურს მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას, თუმცა მშვიდობა ნებისმიერ ფასად ილუზიაა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა მშვიდობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ უზრუნველყოფს რუსეთის აგრესიის სრულად შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანასა და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. 

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინელი ხალხი მიიღებს მშვიდობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის უზრუნველყოფს რუსეთის აგრესიის სრულად შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულ გაყვანასა და ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა კულებამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics