|
2023-03-28 11:11:24, 1757 ნახვა
სხვადასხვა
ფლორენციაში მიიწვიეს ამერიკული სკოლა, სადაც მიქელანჯელოს დავითი პორნოგრაფიად ჩათვალეს
იტალიის ქალაქ ფლორენციის მერმა და გალერეამ, სადაც მიქელანჯელოს ცნობილი, დავითის ქანდაკებაა გამოფენილი, მის სანახავად მიიწვიეს ამერიკის ფლორიდის შტატის ქალაქ ტალაჰასის სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. ფლორენციის გალერეის დირექტორმა სესილ ჰოლბერგმა განაცხადა, რომ გაოცება ვერ დამალა, როცა გაიგო, რომ მე-16 საუკუნის მარმარილოს ქანდაკებას, რომელიც რენესანსის ერთ-ერთი სიმბოლოა, პორნოგრაფია უწოდეს. ჰოლბერგმა გალერეაში მიიწვია ამერიკული სკოლის წარმომადგენლები იმაში დასარწმუნებლად, რომ სიშიშვლე პორნოგრაფია არ არის და ბიბლიური დავითის ქანდაკებაში პორნოგრაფიული და აგრესიული არაფერია. ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ხელოვნების პორნოგრაფიად წარმოჩენა სასაცილოა. მერის განცხადებით, ხელოვნება ცივილიზაციაა და ვინც ამას ბავშვებს ასწავლის, პატივისცემას იმსახურებს, ამიტომ, ამერიკელ პედაგოგს პატივისცემის ნიშნად, ფლორენციაში იწვევს. ფლორიდის სკოლის დირექტორი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც მშობელმა უჩივლა, რომ მეექვსე კლასელებს გაკვეთილის დროს პორნოგრაფიული სურათები უჩვენეს. რენესანსის ხელოვნების ისტორიის გაკვეთილის ფარგლებში ბავშვებმა შეისწავლეს მიქელანჯელოს დავითის ქანდაკება. - იუწყება BBC. დავითის შიშველი ფიგურის ქანდაკება შუა საუკუნეების ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. დავითი ბიბლიური პერსონაჟია, რომელმაც დაამარცხა გიგანტი გოლიათი. ერთ-ერთმა მშობელმა თქვა, რომ ეს ნამუშევრები პორნოგრაფიაა. კიდევ ორი მიიჩნევს, რომ ასეთი მასალა გაკვეთილის დაწყებამდე უნდა შეთანხმდეს მშობლებთან.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)