01:25 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-23 16:23:42, 1471 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის რეგიონში ჩავიდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაური სოფელ პოსად-პოკროვსკოეს ეწვია, სადაც ომის შედეგად, ბევრი საცხოვრებელი სახლი და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა.

ზელენსკი ადგილობრივებს გაესაუბრა და მათ დახმარებას დაჰპირდა.

„ყველაფერს აღვადგენთ, ყველაფერს ავაშენებთ ისევე, როგორც ოკუპანტებისგან დაზარალებულ თითოეულ ქალაქსა და სოფელს“,- განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა რეგიონის ერთ-ერთი ენერგეტიკული ობიექტიც დაათვალიერა და დასახლებების ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხზე ინფორმაცია მოისმინა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე დააჯილდოვა უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ხერსონის რეგიონის დაცვაში მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი გუშინ, 22 მარტს დონეცკის ოლქი იმყოფებოდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics