02:00 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-17 08:54:41, 1476 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა ყოველთვის იყო ევროპა, რუსული ბომბები ობიექტურ რეალობას არ შეცვლის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმიტ ზელენსკი ლატვიის პრემიერ-მინისტრს, კრისიანის კარინსს შეხვდა და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი განიხილა. 

კიევში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ უკრაინა ყოველთვის იყო ევროპა და რუსული ბომბები არ შეცვლის ობიექტურ რეალობას.

„დღეს მე შევხვდი ლატვიის პრემიერ-მინისტრს. მადლობა გადავუხადე თავდაცვის ახალ პაკეტისთვის და პრინციპული მხარდაჭერისთვის ყველა დონეზე - იარაღიდან პოლიტიკამდე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებიდან დაწყებული იურიდიულ საკითხებამდე. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ. ჩვენი საგარეო პოლიტიკის ორი მიმართულება - ევროპული და ევროატლანტიკური. ყველა პარტნიორთან, ოფიციალურ პირებთან და საზოგადო მოღვაწეებთან, პოლიტიკოსებთან და ყველა სხვა საზოგადოებებთან, რომლებსაც აქვთ გავლენა. 

უკრაინა ყოველთვის ევროპა იყო. უკრაინა ყოველთვის იქნება ევროპა. რუსული ბომბები არ შეცვლის ობიექტურ რეალობას. რეალობას, რომელსაც უკრაინელები იცავენ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ახლა იბრძვის მარინკას მახლობლად, ბახმუტთან, ავდიივკას მახლობლად, ლუგანსკის რეგიონში. სამხრეთის ფრონტის ხაზზე. მადლობა ყველას, ვინც რუსეთს ასწავლის, რომ ბოროტებაზე პასუხისმგებლობა გარდაუვალია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 16 მარტს ცნობილი გახდა, რომ ლატვია უკრაინას დამატებით გამოუყოფს სამხედრო დახმარებას 70 მილიონი ევროს ოდენობით. მთლიანობაში, უკრაინამ ლატვიისგან 300 მილიონ ევროზე მეტი დახმარება მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics