|
2023-03-17 04:08:22, 1704 ნახვა
სამართალი
დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს, წინასწარი ცნობით, მას ძალადობის კვალი აღენიშნება
თბილისში, დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის ანი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ დიღმის მაცხოვრებლები, რომლებიც გოგონას მოძებნაში იყვნენ ჩართულები. არსებული ინფორმაციით, გოგონა პეტრიწის 12 ნომერთან ახლოს, მიტოვებულ შენობებთან იპოვეს. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის გადაუდებელი დახმარების ცენტრში უთხრეს, ადგილზე მისული ექიმები მოზარდის რეანიმაციას დიდიხანი ცდილობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. წინასწარი ინფორმაციით, მოზარს ყელის არეში ძალადობის კვალი აღენიშნება, ამის შესახებ არაერთმა თვითმხილველმა გაავრცელა ინფორმაცია. რეფორმატორების ლიდერი ირაკლი ღლონტი, რომელიც დიდ დიღომში ცხოვრობს და ბავშვის მოძებნაში იყო ჩართული წერს, რომ რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს დანაშაულის გამოძიება, განსაკუთრებით შვილებს აქვს სიცოცხლის უფლება. დღეს საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაახლოებით 23 საათისთვის დაიკარგა 12 წლის ანი დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან. "ექსპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყება დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს, რის შესახებ, მკითხველს ცნობას მივაწვდით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)