02:22 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-06 17:25:41, 1533 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - მთელმა მსოფლიომ ნათლად იცის, რა სისასტიკე და ბოროტება შეუძლია რუსეთს, ჩვენ დავიცავთ უკრაინას გამარჯვებამდე

მთელმა მსოფლიომ ნათლად იცის, რა სისასტიკე და ბოროტება შეუძლია რუსეთს. და თან დაინახა, რა შეუძლია უკრაინას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა არ შეშინდება და ყოველთვის დაიცავს მშობლიურ ქალაქებსა და სოფლებს, იქამდე სანამ, უკრაინა გამარჯვებას არ იზეიმებს.

"ყოველი ჩვენგანისთვის არ არსებობს უცხო ქალაქები, სოფლები, ქუჩები. ყველა ქალაქი მშობლიურია. ყველა სოფელი მშობლიურია. ყველა ქუჩა მშობლიურია. მაშინაც კი, თუ ცხოვრებაში იქ არასდროს ვყოფილვართ.

ვოლნოვახა, ჰოსტომელი, მარიუპოლი, ხარკივი, ხერსონი, ჩერნიგოვი. ერთი წელი გავიდა, რაც ეს ქალაქები გმირი ქალაქები გახდნენ. დაუმარცხებლობის სიმბოლოები. გამძლეობისა და შეუდრეკლობის მაგალითები.

მთელმა მსოფლიომ ნათლად იცის, რა სისასტიკე და ბოროტება შეუძლია რუსეთს. და თან დაინახა, რა შეუძლია უკრაინას. ჩვენ ერთმანეთისთვის ვდგავართ. ყოველთვის. არ შეგვეშინდება, არ გავტყდებით და არ დავნებდებით. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ლურჯსა და ყვითელს. გამარჯვებამდე", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics