21:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 22:02:04, 1347 ნახვა

სამართალი
ვაჟა სირაძე - ამ დროისათვის 4 პიროვნებაა დაკავებული - ვინც არ დაგვემორჩილა, შესაბამისად ვიმოქმედეთ

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 4 მოქალაქე დააკავეს. 

მისი თქმით, აქცია პარლამენტის შესასვლელის ბლოკირებაში გადაიზარდა, რის გამოც პოლიციამ შესაბამისად იმოქმედა.

"ამ დროისათვის დაკავებულია ადმინისტრაციულად 4 პიროვნება, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე. როგორც ხედავთ, ადგილზე მიმდინარეობდა აქცია, რომელიც გადაიზარდა პარლამენტის უკანა შესასვლელის ბლოკირებაში. პოლიციამ მოუწოდა გზის გახსნისა და წესრიგისაკენ და ვინც არ დაგვემორჩილა, შესაბამისად იმოქმედეს. ამიტომაც, მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს",- განაცხადა 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი საკომიტეტო სხდომაზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდა. არასამთავრობო სექტორმა და მედიის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოში აქცია გამართეს და სხდომაზე "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წევრები შეძახილებით შეაცილეს. სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

ანტიდასავლური მოძრაობის კანონპროექტის განხილვას აპროტესტებდნენ საქართველოს პარლამენტთანაც, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „ძირს რუსული მთავრობა!", „არა რუსულ კანონს". 

წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულ კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics