02:32 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-27 21:24:57, 1427 ნახვა

ომი უკრაინაში
G7-ის ქვეყნები რუსეთს ომის შეწყვეტისკენ და უკრაინის ტერიტორიების დატოვებისკენ მოუწოდებენ

“დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები რუსეთს ომის შეწყვეტისკენ და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა მიუღებელია და რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება

“რუსეთმა დაიწყო ეს ომი და რუსეთს შეუძლია დაასრულოს ის. გასულ წელს რუსულმა ძალებმა ათასობით უკრაინელი მოკლეს. რუსეთმა გაანადგურა საავადმყოფოები, სკოლები, ენერგეტიკული და კრიტიკული ინფრასტრუქტურა და დატოვა ისტორიული ქალაქები ნანგრევებში. რუსული ძალებისგან გათავისუფლებულ რაიონებში არის მასობრივი საფლავების, სექსუალური ძალადობის, წამებისა და სხვა სისასტიკის მტკიცებულებები. ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის ყველა აღმაშფოთებელ ქმედებას. რუსეთის თავდასხმის ფონზე, უკრაინელები უფრო ერთიანები, ამაყები და მტკიცედ განწყობილნი არიან, ვიდრე ოდესმე

ჩვენ კვლავ ვაცხადებთ, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა მიუღებელია და რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics