|
2023-02-26 12:16:09, 1495 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინელი დიპლომატები Rosatom-ის მიმართ სანქციების გაფართოების მოთხოვნას აპირებენ
უკრაინელი დიპლომატები აპირებენ, მოითხოვონ დასავლეთის სანქციების გაფართოება Rosatom-ის მიმართ, რომელიც ამჟამად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს აკონტროლებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. სახელმწიფოს მეთაური ტრადიციულ ვიდეომიმართვაში რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს მიესალმა და მას "ძლიერი სანქციების ნაბიჯები" უწოდა. „არის ძლიერი სანქციების ნაბიჯები - სამხედრო ინდუსტრიის, ტერორისტული სახელმწიფოს საჯარო სექტორის, პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებმაც რუსული საზოგადოება სიცრუეში დაახრჩვეს და ცდილობენ, თავიანთი ტყუილი მთელ მსოფლიოში გაავრცელონ“, - განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა "სიძლიერისა და გამბედაობის გლობალური ცენტრია". ”სიძლიერისა და გამბედაობის გლობალური ცენტრი ახლა არის აქ, უკრაინაში - ჩვენს ხალხში, რომელიც იცავს სახელმწიფოს, დონბასს, ლუგანსკის რეგიონს, მთელ ჩვენს მიწებს, სადაც ბრძოლები გრძელდება”, - დასძინა ზელენსკიმ. ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი დაამტკიცა. სანქციები შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაში რუსეთის ომს, ავრცელებენ პროპაგანდას ან რუსეთს აწვდიან დრონებს, რომელსაც ის შემდგომ უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)