|
2023-02-22 20:10:02, 1280 ნახვა
ომი უკრაინაში
G20-ის მასპინძელ ინდოეთს არ სურს ანტირუსული სანქციების განხილვა
ინდოეთს არ სურს G20-მა განიხილოს დამატებითი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში მისი შეჭრის გამო, სანამ ქვეყანა დომინირებს ბლოკში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ინდოელი დიპლომატის თქმით, ქვეყანა არ არის დაინტერსებული G20-ის შეხვედრების დროს რუსეთის წინააღმდეგ რაიმე დამატებითი სანქციების განხილვით, ვინაიდან რუსეთის წინააღმდეგ არსებულმა სანქციებმა მსოფლიოზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. "ინდოეთი არ არის დაინტერესებული G20-ის შეხვედრების დროს რუსეთის წინააღმდეგ რაიმე დამატებითი სანქციების განხილვით ან მხარდაჭერით. რუსეთის წინააღმდეგ არსებულმა სანქციებმა მსოფლიოზე უარყოფითი გავლენა მოახდინა", - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა. სხვა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ სანქციები არ არის G20-ის საკითხი, რადგან ფორუმი ეკონომიკური განვითარების ზრდას ეხება. ინდოეთში G20-ის შეხვედრის ფარგლებში, G7-ის ქვეყნების ფინანსური ლიდერები შეიკრიბებიან 23 თებერვალს, შეჭრის პირველი წლისთავის წინა დღეს, რათა განიხილონ რუსეთის წინააღმდეგ მისაღები ზომები, განაცხადა იაპონიის ფინანსთა მინისტრმა წინა დღეს. ოფიციალური პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ G20-ის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების მომავალ შეხვედრაში, განაცხადეს, რომ კონფლიქტის დროს ეკონომიკური გავლენა განიხილება, მაგრამ ინდოეთს არ სურს განიხილოს შემდგომი ქმედება რუსეთის წინააღმდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)