|
2023-02-13 11:10:05, 1469 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო ტექ-კომპანია Thoughtworks რეგიონში პირველად „თიბისი“ ჯგუფთან ითანამშრომლებს
საერთაშორისო ტექნოლოგიურმა საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks-მა „თიბისი“ ჯგუფთან თანამშრომლობა დაიწყო, რაც Thoughtworks-ის პირველი პარტნიორობაა რეგიონში. კომპანია Thoughtworks ტექნოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში „თიბისის“ ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციაში დაეხმარება და Microsoft, AWS (Amazon Web Services), Google Cloud და სხვა წარმატებულ კომპანიებთან პარტნიორობით მიღებულ ცოდნას გაუზიარებს. Thoughtworks-თან პარტნიორობა „თიბისისთვის“ დიდი წინსვლაა ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რადგან სიახლეების მიწოდების სიხშირესთან ერთად, გაიზრდება მიწოდებული პროდუქტისა და მომსახურების ხარისხი. ტექნოლოგიური საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks გლობალურ მასშტაბებზე მოთამაშე წამყვანი ორგანიზაციაა. გამოცდილი პროფესიონალები „თიბისის“ გუნდს საჭირო რჩევებითა და ტექ. პროექტებში უშუალო (Hands-on) ჩართულობით უზრუნველყოფენ, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში დაგროვებულ გამოცდილებას გაუზიარებენ და ტექ-სამყაროს გამოწვევებისთვის ფეხის აწყობაში დაეხმარებიან. „თავისი არსებობის მანძილზე „თიბისი“ ყოველთვის ზრუნავდა საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაზე, რასაც აღწევდა ინოვაციური ციფრული პროდუქტებისა და სერვისების მუდმივი განვითარებით. საერთაშორისო დონის კომპანიებთან პარტნიორობა გვეხმარება, მათი ცოდნა, ხედვები და გამოცდილება ჩვენი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე დავიხმაროთ და ადამიანებს გავუმარტივოთ ცხოვრება. შესაბამისად, კომპანიისთვის საამაყო სიახლეა ისეთ წარმატებულ და გამოცდილ კომპანიასთან თანამშრომლობა, როგორიც Thoughtworks-ია." - ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე, „თიბისის“ გენერალური დირექტორი. „თიბისი“ მუდმივად უწყობს ფეხს გლობალურ ტექნოლოგიურ ტენდენციებს და მომხმარებელს მომავალში კიდევ უფრო მეტი ციფრული სიახლის შეთავაზებას ჰპირდება. პარტნიორობის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)