|
2023-02-10 14:09:58, 1474 ნახვა
ეკონომიკა
გალტ & თაგარტმა საქართველოში კერძო კაპიტალის სექტორზე კონფერენციას უმასპინძლა
„გალტ & თაგარტმა“, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში კერძო კაპიტალის ბაზრის (private equity) განვითარების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საინვესტიციო ფონდების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები. „გალტ & თაგარტის“ კვლევა ფარავს კერძო კაპიტალის განვითარების გლობალურ ტენდენციებს, რეგიონისა და ბალტიის ქვეყნებში სექტორის განვითარების ანალიზს და საქართველოში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას. კვლევა ასევე მოიცავს საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის, საინვესტიციო ფონდებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გამოკითხვის შედეგებს, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა ის შესაძლებლობები და გამოწვევები, რაც საქართველოში კერძო კაპიტალის ბაზრის განვითარებას უშლის ხელს. შედეგად, შემუშავდა დეტალური რეკომენდაციები, რომელიც ეხება როგორც მოთხოვნის, ასევე კერძო კაპიტალის მიწოდების მხარეებს. „მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე ხელმისაწვდომობა. ამჟამად საქართველოში კერძო კაპიტალის ბაზარი განვითარების საწყის ეტაპზეა. ამის მიზეზად ბევრი ფაქტორი სახელდება, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკის ზომა, დაფინანსების სამიზნე კომპანიების სიმცირე და კომპანიაში ინვესტიციის განხორციელების შემდგომ გასვლის შეზღუდული შესაძლებლობები. ვფიქრობთ, რომ რეგიონის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისა და კერძო, საჯარო და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების კოორდინაციის საფუძველზე არსებობს საქართველოში ალტერნატიული დაფინანსების წყაროების განვითარების პოტენციალი“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ. USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 1992 წლიდან USAID-ი ეხმარება საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში, რომელიც ინტერგრირებული იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის შესახებ: USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა 5-წლიანი, $19 მილიონიანი პროექტია, რომელსაც ახორციელებს „დელოიტ კონსალტინგი“. პროგრამის მიზანია საქართველოს ეკონომიკური მმართველობის გაუჯობესება და ეკონომიკის განვითარება საზოგადოების საჭიროებათა გათვალისწინებით. https://www.facebook.com/USAIDEconomicGovernanceProgram
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)