22:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-28 13:28:01, 1370 ნახვა

სამართალი
მერია - თაბუკაშვილისა და ლაღიძის ქუჩების ნაწილზე ავტომობილების გადაადგილება დროებით იზღუდება

მთაწმინდის რაიონში, ე.წ. კადეტთა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე - თაბუკაშვილისა და ლაღიძის ქუჩების კვეთასთან, წყალარინების ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, დღეიდან 30 იანვრამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით იზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, თაბუკაშვილის ქუჩიდან ინაშვილის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით. ასევე, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მარი ბროსეს ქუჩიდან სანაპიროს მიმართულებით, ინაშვილის ქუჩიდან კი, მძღოლები თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან და შემდეგ, მესხიას ქუჩასა და რუსთაველის გამზირს დაუკავშირდებიან.

„დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ბროსეს ქუჩიდან მოძრაობა დასაშვები იქნება ქუთათელაძის ქუჩის მიმართულებით, ხოლო რუსთაველის გამზირიდან ლაღიძის ქუჩის მიმართულებით, მოძრაობა შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილის ქუჩის კვეთამდე და უკუმიმართულებით.

სამუშაოების გამო, მიკროავტობუსი N528 იმოძრავებს ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის გავლით, რის შემდეგაც, დაუკავშირდება ჯავახიშვილის ქუჩას და გადაადგილდება დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან მარცხნივ მოხვევით, დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბარათაშვილის ქუჩას და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics