06:13 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-22 19:42:57, 1918 ნახვა

სხვადასხვა
Bloomberg: ჩინეთს იშვიათი წიაღისეული და ლითონები ევროკავშირში რუსეთის გავლით შეაქვს

ჩინეთი ევროპაში აგზავნის იშვიათი წიაღისეულს და ლითონების რუსეთის გავლით. - ამის შესახებ Bloomberg წერს.
იშვიათი წიაღისეული და ლითონები აუცილებელია მიკროჩიპების, ელექტრონიკის და თანამედროვე იარაღის საბრძოლო მასალის წარმოებისთვის. Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის რკინიგზას და სხვა გადამზიდავებს სულ უფრო მეტი მეტალები გადააქვთ, რომლებიც განკუთვნილია ევროპის თავდაცვის ინდუსტრიისთვის. ამრიგად, გასული წლის ცხრა თვეში მიწოდების მოცულობა 36 074 ტონამდე გაიზარდა. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე მთელი 2021 წლისთვის, წერს Bloomberg ევროკავშირის მონაცემებზე დაყრდნობით. ამავე სტატისტიკით სექტემბრისთვის ვაჭრობა გაიზარდა ოთხი მეხუთედით და 377 მილიონ ევრომდე.
ეს მარშრუტი ღია დარჩა ევროპული სანქციების დაწესების შემდეგ, ვინაიდან ივლისში ევროკავშირმა განმარტება გააკეთა ამგვარ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თუ საქონელი რუსეთში სარკინიგზო ტრანსპორტით გადადის, სანქციები არ ექვემდებარება. ალბათ, ამავე მიზეზით, ტრანსპორტირება შეუძლია რუსეთის რკინიგზას, რომელიც ევროპული სანქციების ქვეშ იმყოფება.
ჩინეთი ამარაგებს ევროპას მის მიერ გამოყენებული იშვიათი წიაღისეულით და ლითონების 90%-ზე მეტს. ამრიგად, ჩინური ლანთანუმი გამოიყენება ჯავშანტექნიკის წარმოებისთვის და ტანკსაწინააღმდეგო იარაღისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics