|
2022-12-22 16:21:04, 1585 ნახვა
სამართალი
2023 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბიუჯეტი ეკოტურიზმის განვითარებისთვის 23,6 %-ით გაიზრდება
2023 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბიუჯეტი ეკოტურიზმის განვითარებისთვის 23,6 %-ით გაიზრდება. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, 2023 წლის ბიუჯეტში, დაახლოებით, 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება ეკოტურიზმის განვითარებაში, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, მათ შორის, ბორჯომ-ხარაგაულის, კინტრიშის, მტირალას, ერუშეთისა და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე; მარტვილის კანიონზე, სათაფლიაში, ოკაცეს კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე დაგეგმილია არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განახლება. 2023 წელს, განხორციელდება სხვადასხვა პროექტი ეკოტურისტული ცნობიერების ამაღლების კუთხით. "გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, კერძო ინვესტიციების მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. დაცული ტერიტორიების სააგენტო, წლების განმავლობაში, აქტიურად მუშაობს დაცული ტერიტორიების საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებაზე. ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელთანაც სააგენტოს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს, არის კავკასიის ბუნების ფონდი (CNF). აღსანიშნავია, რომ კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) ურთიერთობა მომდევნო წელსაც გაგრძელდება და მათ მიერ შერჩეულ სამიზნე 11 დაცულ ტერიტორიაზე, საოპერაციო გეგმის შესაბამისად განხორციელდება მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, არსებულის განახლება და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა, ასევე, მომდევნო წლისთვის დაგეგმილია სამიზნე დაცული ტერიტორიების რაოდენობის ზრდა. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ, მიმდინარე წელს, ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა: გაიხსნა წალკის კანიონის უნიკალური ეკოტურისტული სივრცე, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრი, ნავენახევის მღვიმე; მაჭახელას ეროვნულ პარკში მოეწყო ახალი საგამოფენო სივრცე, მტირალას ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა; მოეწყო 900 კილომეტრამდე ბილიკების ქსელი, მათ შორის, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, არწივის ხეობაში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ნინოსხევის ჩანჩქერის ახალი ბილიკი და სხვა", - ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)