|
2022-12-16 22:18:49, 1862 ნახვა
სხვადასხვა
ბრიტანეთში პუტინს პენისის თავით, ძეგლი დაუდგეს
ვესტ მიდლენდსში მდებარე ინგლისურ სოფელ როული რეგისის მცხოვრებლებმა თავიანთი დასახლების ცენტრში - ბელ ენდის ქუჩაზე, ვლადიმერ პუტინის ქანდაკება პენისის თავის ფორმის თავით დაამონტაჟეს. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, კვარცხლბეკზე წარწერაა „წლის ბელენდი“, რაც შეიძლება ითარგმნოს როგორც „წლის დიკჰედი“. ქანდაკების მახლობლად, ოქროს საღებავებით დაფარული, აწერია სოფლის სახელწოდება: თანხმოვანია სიტყვასთან, რომელიც ინგლისურად პენისის თავს ნიშნავს. სიტყვა bellend შეიძლება გამოვიყენოთ როგორც შეურაცხყოფა. კიდევ ერთმა აქტივისტმა თქვა, რომ გეგმავენ პუტინის პატარა ქანდაკებების დამზადებას და გაყიდვას, შემოსული თანხა კი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად მოხმარდება. ნოემბერში ჩეხმა აქტივისტთა ჯგუფმა აუქციონზე გაიტანეს ქანდაკება, რომელზეც გამოსახულია შიშველი პუტინი, რომელიც ტუალეტზე ზის. ფიგურის კისერზე კიდია ჯაჭვი გულსაკიდით დიდი ასო Z-ის სახით, ცალ ხელში უჭირავს ტუალეტის ჯაგრისი, მეორეში კი - სარეცხი მანქანა, საიდანაც თითქოს სისხლი მიედინება. სკულპტურის საწყისი ფასი 10000 ევრო იყო. აუქციონი 20 დეკემბერს უნდა დასრულდეს. შემოსული თანხით აქტივისტები უკრაინის არმიისთვის საბრძოლო თვითმფრინავის შეძენას გეგმავენ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)