|
2022-12-16 10:56:24, 1413 ნახვა
ეკონომიკა
აშშ-ის ბაზარზე ქართულ ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური განხორციელდა. სტუმრებს შორის იყვნენ ღვინის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტები და მარკეტოლოგები. ტურის მონაწილეები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ეწვივნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ისტორიას და ტრადიციებს გაეცნენ, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები. ვიზიტს ორგანიზება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა ამერიკულმა მარკეტინგულმა კომპანიამ „Colangelo & Partners" გაუკეთა. „ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან მიმდინარე წელს ვითანამშრომლეთ ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამების განხორციელების მიმართულებით, რაც მოიცავდა სხვადასხვა ღონისძიებას აშშ-ში ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით. აღნიშნული ინტეგრირებული პროგრამა გულისხმობს აქტივობებს ვაჭრობის განვითარების მიმართულებით, საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობას, ღვინის მწერლებთან და ღვინის მაღაზიებთან მუშაობას. აშშ-ში ჩვენ ვხედავთ გაზრდილ ინტერესს ქართული ღვინის მიმართ, ღვინის მწერლები სულ უფრო მეტს წერენ ქართული ღვინის შესახებ, ამერიკელი მომხმარებელი ყოველთვის ეძებს უნიკალურ ღვინოს, ღვინის ტურიზმს და ამ მხრივ ქართული ღვინო აშშ-ისთვის ძალიან საინტერესო და უნიკალურია", - აღნიშნა ერინ ჰილმა, „Colangelo & Partners"-ის წარმომადგენელმა. პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქართული ღვინის წარდგენა ამერიკელი პროფესიონალების წინაშე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყანა წარმოადგენს ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს, სადაც, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია ერთ მილიონამდე ბოთლი ღვინო, რაც 2%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამერიკის შეერთებულ შტატებში 2021 წელს დაფიქსირდა ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი, 1 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)